მადრიდში შოუ იგეგმება - ედენ აზარის წარდგენას 70 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება

Marca წერს, რომ მადრიდის "რეალი" ედენ აზარის წარდგენისას ერთგვარი შოუს დადგმას აპირებს. 

როგორც იცით, ბელგიელი, ესპანეთის დედაქალაქს ხვალ ეწვევა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" მისი პრეზენტაცია გაიმართება. 

ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ მის წარდგენას "სამეფო გუნდის" 70 000-ზე მეტი გულშემატკივარი ტრიბუნიდან იხილავს.

ამდენი ადამიანი, კრიშტიანო რონალდოს შემდეგ, "რეალის" არცერთი ახალი ფეხბურთელის პრეზენტაციას არ დასწრება. 

"მარკასავე" ინფორმაციით, "სამეფო გუნდის" მენეჯმენტს კიდევ რამდენიმე სიურპრიზი აქვს გადანახული, რომელიც ხვალ გამოჩნდება. 

შეგახსენებთ, რომ აზარი "ჩელსიდან" "რეალში" რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გადავიდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მისმა სატრანსფერო ღირებულებამ 100 მილიონი ევრო შეადგინა. 

ცნობილია, რა ანაზღაურება ექნება ედენ აზარს მადრიდის "რეალში"

"ყველა ძალიან მიყვარხართ და..." - ედენ აზარი "ჩელსის" ემოციურად დაემშვიდობა

მადრიდის რეალი კრიშტიანო რონალდო ლონდონის ჩელსი ედენ აზარი

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო