ახალი ვარიანტი ჯიჯის - ბუფონი შესაძლოა პორტუგალიის ჩემპიონატში გადავიდეს

ZeroZero წერს, რომ ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი შესაძლოა პორტუგალიის ჩემპიონატში გადაბარგდეს. 

მისი დამატების სურვილს "პორტო" იჩენს. როგორც იცით, "დრაკონთა" კარს იკერს კასილასი იცავდა, რომელმაც ერთი თვის წინ გულის შეტევა გადაიტანა და დიდი ალბათობით, საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. 

ბუფონისა და პსჟ-ის გზები კი რამდენიმე დღის წინ გაიყარა. ჯიჯის კიდევ რამდენიმე ვარიანტი აქვს და იტალიური პრესა იუწყება, რომ ის გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში მიიღებს. 

ლეგენდარული კარის დარაჯი ან კარიერას დაასრულებს, ან კიდევ ერთი წლით ითამაშებს ფეხბურთს. 

ბუფონი არჩევანის წინაშე - ჯიჯი მომავალ კვირაში გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

პსჟ პორტო ჯანლუიჯი ბუფონი

მსგავსი პოსტები

ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ საშინელი ამბავი გავრცელდა

ჯანლუიჯი ბუფონის ოფიციალური განცხადება, ითამაშებს თუ არა მომდევნო სეზონშიც

ბუფონის ყოფილს ცოლს სექსუალური ურთიერთობა ჯიჯის თანაგუნდელთან აქვს