რაფაელ ბენიტესი შესაძლოა ყოფილ გუნდში დაბრუნდეს

Tuttosport-ის ცნობით, ცნობილი ესპანელი სპეციალისტი რაფაელ ბენიტესი, შესაძლოა ყოფილ გუნდ "ჩელსიში" დაბრუნდეს.

როგორც იცით, ლონდონელთა დამრიგებელი მაურისიო სარი უახლოეს დღეებში დაინიშნება "იუვენტუსის" მენეჯერად, "არისტოკრატებს" კი ახალი სპეციალისტი ესაჭიროებათ. 

ბენიტესს, ამჟამინდელ გუნდ "ნიუკასლთან", კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება და მხარეები ჯერჯერობით ახალ შრომით ხელშეკრულებას არ აფორმებენ. 

შეგახსენებთ, რომ ბენიტესი "ჩელსის" 2012/13-წლების სეზონში უკვე ავარჯიშებდა და კლუბს ევროპის ლიგის ტიტული მოაგებინა. 

რაფაელ ბენიტესი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს

"ნიუკასლს" არაბი შეიხი ყიდულობს და გუნდში ჟოზე მოურინიოს მიყვანა სურს

ლონდონის ჩელსი ნიუკასლი რაფაელ ბენიტესი

მსგავსი პოსტები

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ

აზარმა ყველა გააოცა - ის მსოფლიო გრანდში მიდის, მაგრამ არა "რეალში"