ოფიციალურად: "რომა" პაულო ფონსეკამ ჩაიბარა

"რომას" ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბის ახალი მწვრთნელი პაულო ფონსეკა გახდა. 

"შახტარის" ყოფილმა მწვრთნელმა "ჯალოროსისთან" ხელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "მგლები", დონეცკელებს, კომპენსაციის სახით 1,5 მილიონ ევროს გადაუხდიან. 

იტალიურ პრესაში უკვე იწერება იმის შესახებ, რომ ფონსეკას, ყოფილი გუნდიდან, ისმაილის, ტაისონის, ტარას სტეპანენკოსა და მარკოს ანტონიოს მიწვევა სურს. 

შეგახსენებთ, რომ "შახტარში" პორტუგალიელი სპეციალისტი ჩვენებურ დავით ხოჭოლავას წვრთნიდა. 

ისევ პორტუგალიელი - "შახტარს" და დავით ხოჭოლავას ახალი მწვრთნელი შეურჩიეს

დავით ხოჭოლავა რომა დონეცკის შახტარი პაულო ფონსეკა

მსგავსი პოსტები

"დედა, შეწყვიტე, 41 წლის ასაკში რა ფოტოებს პოსტავ" - "რომას" ვარსკვლავმა სექსუალურ დედას უსაყვედურა

უდიდესი სენსაცია - მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერგასული გუნდი ჩაიბარა

"გაეთრიე გუნდიდან, ნეხვო ხორვატო!" - "მილანთან" მატჩამდე "რომაში" ვითარება კატასტროფულად მძიმეა