ოფიციალურად: "რეალმა" 24 წლის ფრანგი მცველი დაიმატა

"ლიონის" 24 წლის მცველი ფერლანდ მენდი მომავალი სეზონიდან მადრიდის "რეალში" ითამაშებს. 

ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა საფრანგეთს ნაკრების მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამს ეს წინასწარ წამოსცდა. 

"მამლების" დამრიგებელმა ანდორასთან მატჩის წინა პრესკონფერენციაზე შემდეგი ბრძანა. 

"მენდი დიდებული ფეხბურთელია და მან ბოლო წლების განმავლობაში უდიდესი სამუშაო გასწია. 

თავად წარმოიდგინეთ, ის 2 წლის წინ ლიგა 2-ში თამაშობდა, მომავალი სეზონიდან კი მადრიდის "რეალის" ღირსებას დაიცავს", - ამბობს დეშამი. 

ლიგა 2-ში მენდი "ლე ავრის" ღირსებას იცავდა, "ლიონში" კი 2017 წლის ზაფხულში ჩაირიცხა.

შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბმა" ლუკა იოვიჩისა და ედენ აზარის ტრანსფერები ოფიციალურად უკვე გამოაცხადა. 

ოფიციალურად: ედენ აზარი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელია

ოფიციალურად: "რეალმა" ლუკა იოვიჩი დაიმატა

მადრიდის რეალი ლიონი დიდიე დეშამი ფერლანდ მენდი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

დიდი დაბრუნება - მადრიდის "რეალს" კვლავ ზინედინ ზიდანი გაწვრთნის