იცვლება თუ არა ჩემპიონთა ლიგის ფორმატი - უეფას ოფიციალური განცხადება

უეფამ თავის ოფიციალურ საიტზე ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. 

როგორც იცით, ბოლო პერიოდში იყო საუბრები იმის შესახებ, რომ ფორმატი შეცვლილიყო, გრანდებს ერთად ეთამაშათ, შედარებით სუსტ კლუბებს კი სხვა ტურნირი ჰქონოდათ. 

"მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და უეფა უახლოეს მომავალში ჩემპიონთა ლიგის ფორმატთან დაკავშირებით ცვლილებას არ გეგმავს. 

ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობდა, მაგრამ მხოლოდ დისკუსია იყო და მეტი არაფერი", - წერია უეფას განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის გამარჯვებული ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი "ლივერპული" გახდა. 

ჩემპიონთა ლიგა

მსგავსი პოსტები

უდიდესი სკანდალი - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები წინასწარვე ცნობილია

დიდი დარტყმა "იუვენტუსს" - კრიშტიანო რონალდო ჩემპიონთა ლიგაზე მკაცრად დაისჯება

"სიტის" მძიმე ბრალდება აქვს - ხოსეპ გვარდიოლას გუნდი შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთონ