საქართველოს ნაკრების დანიასთან მატჩს დანაკლისით ხვდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020 საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრას დანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი დანიის დედაქალაქში 23-კაციანი შემადგენლობით 9 ივნისს ჩარტერული რეისით გაემგზავრა.

ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში ტრავმა მიიღო ამ ეტაპზე გუნდთან ერთადაა და მომდევნო მატჩისთვის ემზადება.

ბოლო ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ეროვნულ ნაკრებს ლევან მჭედლიძე გამოაკლდა და მომავალ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

სამი ტურის შემდეგ მოპოვებული სამი ქულით საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის "დ" ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. ჩვენი მეტოქე დანია, ორი ქულით მეოთხე ადგილზეა.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრა დანიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის კოპენჰაგენის "თელია პარკენზე" 10 ივნისს, თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

წყარო: GFF.GE

საქართველოს ნაკრები ლევან მჭედლიძე

მსგავსი პოსტები

რუსული პრესა: საქართველოს ნაკრები გზაზე ყველას ანადგურებს და მათ "ახალგაზრდა მაესტრო" გიორგი ჩაკვეტაძე ჰყავთ

შვეიცარიელი ფანების საშინელი საქციელი "დინამო არენაზე" [PHOTO]

სიმაყე, სიგიჟე და ნათელი მომავალი - რუსული პრესა საქართველოს ნაკრებითა და ვლადიმერ ვაისით აღფრთოვანებულია