კრიშტიანო რონალდო: სულ სხვა გრძნობაა, როდესაც მოედანზე ეროვნული ნაკრების ფორმით გამოვდივარ

ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ იმ ემოციებზე ისაუბრა, რასთანაც მისთვის პორტუგალიის ნაკრებში თამაში ასოცირდება. 

მოგეხსენებათ, პორტუგალიელები, ერთა ლიგის ფინალში ჰოლანდიას დაუპირისპირდებიან და ევროპის ჩემპიონატის საგზურს შეეცილებიან. 

"უდიდესი პატივია, როდესაც მოედანზე გამოვდივარ და ეროვნული ნაკრების მაისური მაცვია. ამ დროს თავს სრულიად სხვანაირად ვგრძნობ. 

ჩემი ოჯახი და მეგობრები პორტუგალიიდან არიან. აქ დავიბადე და გავიზარდე, სწორედ ამიტომ პორტუგალიაში ყველაფერი მიყვარს. 

ტიტულების მოგება პორტუგალიის ნაკრებთან ერთად რაღაც განსაკუთრებულია და ამას არაფერი არ შეედრება. 

აქამდე ეროვნულ გუნდთან ერთად ორი ფინალი ვითამაშე და ორივე მოვიგეთ, ახლა კი მესამე გველის და იმედი მაქვს, რომ გამარჯვებული ისევ მე დავრჩები", - ამბობს რონალდო. 

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ფინალი პორტუგალიასა და ჰოლანდიას შორის 9 ივნისს გაიმართება. 

53-ე ჰეთ-თრიქი - რონალდოს მიღწევებს საზღვარი არ აქვს

ტურინის იუვენტუსი კრიშტიანო რონალდო

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა