ლეგენდარული ჰენრიკ ლარსონი გლაზგოს "სელტიკში" ბრუნდება

The Sun იუწყება, რომ ლეგენდარული შვედი ფორვარდი ჰენრიკ ლარსონი "სელტიკში" დაბრუნდება. 

ის გლაზგოური გუნდის მთავარი მწვრთნელის ნილ ლენონის ასისტენტი იქნება. 

ლარსონმა სამწვრთნელო საქმიანობა 2010 წელს დაიწყო. მას სამშობლოში, "ლანდსკრონაში", "ჰოგაბორგში", "ფალკენბერგში", "ჰელსინბორგსა" და "ანგელჰოლმში" უმუშავია.

აღსანიშნავია, რომ ის "სელტიკის" ლეგენდაა. მას გლაზგოური გუნდის ფორმა 315 შეხვედრაში აქვს მორგებული და 212 გოლიც გაიტანა. შოტლანდიური გრანდის ღირსებას ლარსონი 7 წლის მანძილზე იცავდა. 

გლაზგოს სელტიკი ჰენრიკ ლარსონი ნილ ლენონი

მსგავსი პოსტები

იაია ტურე ახალ კლუბში გადავიდა - კოტ'დიუვარელი თავის ძმასთან ერთად იმუშავებს

პსჟ-იმ ჟორჟ ვეას ვაჟი შოტოლანდიის ჩემპიონატში გაანათხოვრა

ლეგენდარული ჰენრიკ ლარსონი გლაზგოს "სელტიკში" ბრუნდება