"ყველა ძალიან მიყვარხართ და..." - ედენ აზარი "ჩელსის" ემოციურად დაემშვიდობა

მადრიდის "რეალში" ოფიციალურად გადასვლის შემდეგ, ბელგიელმა ვარსკვლავმა ედენ აზარმა, სოციალურ ქსელში, გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა.

"ახლა უკვე ყველამ იცის, რომ მადრიდის "რეალში" ვითამაშებ. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ამ გუნდში ასპარეზობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. 

ყველანაირად ვცდილობდი, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე "ჩელსი" იმ ინფორმაციებისაგან და ჭორებისგან დამეცვა, რომელიც ჩემს მიმართ ვრცელდებოდა. 

ახლა კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს. "ჩელსის" დატოვება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა. 

ახლა კი იმის დროა, რომ ამ გუნდში მომუშავე თითოუელ ადამიანს მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, რომ თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს.

მადლობა ყველა თანაგუნდელსა და ბატონ აბრამოვიჩს, რომელმაც საშუალება მომცა, რომ ჯერ "ჩელსიში" მეთამაშა, შემდეგ კი "რეალის" ფეხბურთელი გავმხდარიყავი", - წერს აზარი. 

შეგახსენებთ, რომ აზარი "ჩელსიში" "ლილიდან" 2012 წელს გადავიდა. მანდ "არისტოკრატთა" ფორმა ყველა ტურნირზე 367 შეხვედრაში მოირგო და 140 გოლი გაიტანა. 

ოფიციალურად: ედენ აზარი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელია

მადრიდის რეალი ლონდონის ჩელსი ედენ აზარი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

ალფონსო არეოლას მეუღლემ სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა [PHOTO]

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ