ოფიციალურად: ედენ აზარი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელია

მადრიდის "რეალმა" ოფიციალურად იუწყა, რომ კლუბმა "ჩელსიდან" ედენ აზარი შეიძინა. 

"სამეფო გუნდი" ბელგიელ ფეხბურთელს კონტრაქტს 2024 წლამდე გაუფორმებს. 

ვინაიდან და რადგანაც ის ახლა ბელგიის ნაკრებთან ერთად მომავალი მატჩებისთვის ემზადება, მისი წარდგენა 13 ივნისისთვის გადაიდო.

"ბლანკოსს" არ დაუკონკრეტებია, თუმცა ესპანური პრესა აქტიურად წერს, რომ აზარის სატრანსფერო ფასმა 100 მილიონი ევრო შეადგინა. 

აზარი "ჩელსის" ღირსებას 7 წლის განმავლობაში იცავდა. მან "არისტოკრატთა" ფორმა 352 შეხვედრაში მოირგო, სადაც 110 გოლი გაიტანა და 92 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 

მადრიდის რეალი ლონდონის ჩელსი ედენ აზარი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ