"ამის გამო გული მწყდება" - რიკარდო მონტოლივო "მილანს" განაწყენებული ტოვებს

34 წლის ნახევარმცველი რიკარდო მონტოლივო "მილანიდან" ოფიციალურად წავიდა. 

"როსონერის" ყოფილი კაპიტანი ნაწყენია, რომ გულშემატკივრებთან გამომშვიდობების საშუალება არ მიეცა. 

ის გასულ სეზონში ჯენარო გატუზომ მოედანზე ერთი წუთითაც კი არ შეიყვანა. 

"7 წელი ეს დიდებული ფორმა მეცვა და აქედან 4 წლის განმავლობაში გუნდის კაპიტანი ვიყავი... და შემდეგ...

ამაზე საუბარი აღარ მსურს. უბრალოდ, მოედანზე 1 წუთითაც არ შემიყვანეს და გულშემატკივართან გამომშვიდობების საშუალებაც კი არ მომცეს. 

რაც არ უნდა იყოს, ამაყი ვიქნები, რომ "მილანის" ფორმა მეცვა. ამ გუნდს ბრწყინვალე ფანები ჰყავს და ისინი ყოველთვის მემახსოვრებიან. 

ყოველთვის ვცდილობდი, რომ მოედანზე პროფესიონალი ვყოფილიყავი და ბოლომდე დავხარჯულიყავი. Forza Milan!", - წერს მონტოლივო. 

იტალიური პრესა ადრე წერდა, რომ მონტოლივოს დამატებით "მონცა" გახლდათ დაინტერესებული, ვისაც სილვიო ბერლუსკონი და ადრიანო გალიანი პატრონობენ. 

მილანი რიკარდო მონტოლივო

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება