რონალდ კუმანი: მესი საუკეთესოა, მაგრამ ოქროს ბურთს ვან დეიკი იმსახურებს

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ოქროს ბურთის მთავარ პრეტედენტებზე, ვირჯილ ვან დეიკსა და ლიონელ მესიზე ისაუბრა. 

"ვირჯილ ვან დეიკმა ოქროს ბურთის მოპოვება დაიმსახურა. ხშირად, ამ პრიზს იმ ადამიანს აძლევენ, რომელიც გოლებს იტანს, თუმცა დრო არის, რომ ახლა ეს წესი შეიცვალოს. 

ჩემი შეხედულებით, მესი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მნიშვნელობის ტურნირს იგებ კლუბთან ერთად", - ამბობს კუმანი. 

აქვე გეტყვით, რომ ოქროს ბურთი ისტორიაში მხოლოდ ოთხ მცველს აქვს მოგებული. ეს ფრანც ბეკენბაუერმა, ლოთარ მათეუსმა, მათიას ზამერმა და ფაბიო კანავარომ მოახერხეს. 

ლიონელ მესი ვირჯილ ვან დეიკი რონალდ კუმანი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

უდიდესი სკანდალი - ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული უკვე ცნობილია

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ