ოფიციალურად: "რეალმა" "ლიონიდან" 23 წლის მცველი დაიმატა

Marca იუწყება, რომ 23 წლის ფრანგი მცველი ფერლანდ მენდი კარიერას მადრიდის "რეალში" განაგრძობს. 

წყაროს ცნობით, მან პარიზში "სამეფო კლუბის" ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. 

მენდი ახლა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება და "რეალი" მის წარდგენაც ამიტომაც ვერ ახერხებს.

მისი წარდგენა 11 ივნისის შემდეგ იგეგმება, როდესაც საფრანგეთის ნაკრები ანდორას დაუპირისპირდება. 

ტრანსფერის თანხა ჯერჯერობით არ ხმაურდება. მენდი "ლიონში" 2017 წლიდან მოყოლებული ასპარეზობდა, იქამდე კი "ლე ავრის" ღირსებას იცავდა. 

მადრიდის რეალი ლიონი ფერლანდ მენდი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

ალფონსო არეოლას მეუღლემ სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა [PHOTO]

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ