ცნობილია, რა უშლის ხელს ედენ აზარის "რეალში" გადასვლას

Goal იუწყება, რომ "ჩელსი" და "რეალი" ედენ აზარის სატრანსფერო თანხაზე ვერ თანხმდებიან. 

ლონდონელები 130 მილიონ ევროს ითხოვენ, მადრიდელები კი მხოლოდ 100 მილიონის გადახდას არიან ყაბულს. 

წყაროს ცნობით, "სამეფო გუნდმა" ინგლისში თავისი წარმომადგენელი მიავლინა, რომელიც "არისტოკრატთა" დირექტორ მარინა გრანოვსკაიას შეხვდება. 

მხარეებს შორის მოლაპარაკებები ხვალ გაიმართება. Goal ვარაუდობს, რომ შეთანხმება შედგება და ბელგიელი ფეხბურთელი "სანტიაგო ბერნაბეუზე" 120 მილიონ ევროდ გადაბარგდება. 

თავად აზარი შვებულებაში იმყოფება, "რეალის" ფორმით გულშემატკივრებთან პოზირებს და რამდენიმე დღის წინაც თქვა, რომ მომავალ სეზონში ლა ლიგის გუნდში იბურთავებს.

მადრიდის რეალი ლონდონის ჩელსი ედენ აზარი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

ალფონსო არეოლას მეუღლემ სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა [PHOTO]

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ