6 წლის "რივერის" ფანი თავის სათამაშოებს ჰყიდიდა, რათა ლიბერტადორესის თასის ფინალის ბილეთი ეყიდა

6 წლის რენცო "რივერ პლეიტის" ფანია, რომელიც ქალაქ პარანაში, ენტრე რიოს პროვინციის დედაქალაქში ცხოვრობს. 

კოპა ლიბერტადორესის ფინალზე დასასწრები ბილეთის შოვნა არგენტინაში ძალიან რთული ამბავია. 

რენცომ პირველ შეხვედრაზე დასასწრებად, რომელიც "რივერის" "მონუმენტალზე" შედგა, ორიგინალურ ხერხს მიმართა. 

მან თავისი სათამაშოები გამოიტანა გასაყიდად, რომელსაც ასეთი წარწერა გაუკეთა:

"ვყიდი ჩემს სათამაშოებს, რათა "მონუმენტალზე" წავიდე". 

ფოტოს ამბავი პარანაში "რივერის" ფან-კლუბის პრეზიდენტ ემანუელ ბარნოდის ყურამდეც მიაღწია, რომელმაც რენცოსა და დედამისს ორი ბილეთი აჩუქა. 

შეგახსენებთ, რომ "რივერ პლეიტისა" და "ბოკა ხუნიორსის" პირველი შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. განმეორებითი მატჩი ჯერ კიდევ 2 დღის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა არეულობის გამო დღემდე არ ჩატარებულა. 

ბოკა ხუნიორსი რივერ პლეიტი კოპა ლიბერტადორესი

მსგავსი პოსტები

6 წლის "რივერის" ფანი თავის სათამაშოებს ჰყიდიდა, რათა ლიბერტადორესის თასის ფინალის ბილეთი ეყიდა

ცარიელი ტრინუნები და ფულადი სანქცია - სადისციპლინო ტრიბუნალმა "რივერ პლეიტს" განაჩენი გამოუტანა

"ბოკა ხუნიორსმა" კევინ მაკალისტერი დაიმატა, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია