ალბერტო მორენომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოპოვებული გამარჯვება ხოსე ანტონიო რეიესს მიუძღვნა

"ლივერპულის" მცველმა ალბერტო მორენომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოპოვებული გამარჯვება ავტოავარიაში გარდაცვლილ ესპანელ ფეხბურთელ ხოსე ანტონიო რეიესს მიუძღვნა.
 
მას მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიაზე მაისური ეცვა, რომელსაც ეწერა:
 
"ძმაო, მე შენ მიყვარხარ".
 
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" 2:0 დაამარცხა.
 
რაც შეეხება რეიესს, ის 35 წლის ასაკში ესპანეთის ქალაქ უტრერში მომხდარი ავტოვარიის შედეგად გარდაიცვალა.
 
მის საპატივსაცემოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალი და ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყო.
ლივერპული ალბერტო მორენო

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ

მესი: "ლივერპულთან" მატჩის წინ ეს საშინელებმა მოხდა და ამიტომაც დავმარცხდით