ნეიმარი სკანდალშია - ბრაზილიელ ვარსკვლავს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

GloboEsporte.com იუწყება, რომ ბრაზილიელი გოგონა პსჟ-ის ვარსკვლავ ნეიმარს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. 

ინციდენტი 15 მაისს პარიზში მოხდა, როდესაც ფეხბურთელი თავისი თანაგუნდელის, მარკინიოსის დაბადების დღეზე იმყოფებოდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, წვეულებაზე ერთ-ერთი ბრაზილიელი გოგონაც იმყოფებოდა, რომელიც ნასვამ ნეიმართან მარტო დარჩა და ესაუბრებოდა. 

როგორც გოგონა ჰყვება, ნეიმარი უცბად აგრესიული გახდა და მასზე ძალა იხმარა. 

ის ამბობს, რომ ამ ამბავმა შოკში ჩააგდო. პარიზის პოლიციაში არ მისულა და სარჩელი სან პაულოს პოლიციაში შეიტანა, რომელ ქალაქშიც თავად ცხოვრობს. 

ფეხბურთელის პრეს-ცენტრი ამ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებენ. 

თავად ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკისთვის ემზადება.

პსჟ ნეიმარი

მსგავსი პოსტები

ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ საშინელი ამბავი გავრცელდა

ჯანლუიჯი ბუფონის ოფიციალური განცხადება, ითამაშებს თუ არა მომდევნო სეზონშიც

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება