მაურისიო სარი "იუვენტუსს" ჩაიბარებს და გონსალო იგუაინსაც ტურინში დააბრუნებს

Tuttosport-ის ცნობით, მომდევნო სეზონში მაურისიო სარი და გონსალო იგუაინი კვლავ ერთად იმუშავებენ, თუმცა უკვე სხვა გუნდში. 

მოგეხსენებათ, აქტიურად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ "იუვენტუსის" დამრიგებელი მომავალ სეზონში სწორედ იტალიელი სპეციალისტი იქნება.

ეს თუ ასე მოხდა, სარი ტურინში "პიპიტასაც" დააბრუნებს, ვინაც იტალიელი სპეციალისტის საყვარელი ფეხბურთელია. 

იგუაინი სწორედ "იუვენტუსიდან" არის ამჟამად "ჩელსიში" გაიჯარებული და გასული სეზონის ნახევარიდან მოყოლებული პრემიერ ლიგაზე 14 მატჩში 5 გოლიც შეაგდო. 

გონსალო იგუაინი ლონდონის ჩელსი მაურისიო სარი

მსგავსი პოსტები

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ

აზარმა ყველა გააოცა - ის მსოფლიო გრანდში მიდის, მაგრამ არა "რეალში"