უგო ლორისი: ადვილი არაა, მატჩი პირველივე წუთებზე გაშვებული გოლით დაიწყო

ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპული" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. 

მატჩის შემდეგ ძალიან გულდაწყვეტილი ჩანდა ლონდონელთა მეკარე უგო ლორისი. 

"ადვილი არაა, როდესაც საწყის წუთებში გოლს უშვებ და თამაშს 0:1-დან იწყებ. 

მეტოქემ ამით უფრო მეტი თავდაჯერება შეიძინა და გადამწყვეტ მომენტებში უფრო კარგად მოქმედებდა. 

ჩვენ ყველაფერს ვცდილობდით და რამდენიმე ეპიზოდში გოლის გატანასთან ახლოსაც ვიყავით, თუმცა ეს არ გამოვიდა.

გასული სეზონი მაინც დიდებული გამოვიდა. ვფიქრობ, ჩვენი კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით ახალ დონეზე გავიდა", - ამბობს ლორისი. 

ლივერპული ლონდონის ტოტენჰემი უგო ლორისი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ

მია ხალიფა: თუ "ლივერპული" ლიგას მოიგებს, ამ ადამიანებთან სექსით დავკვავდები