ვირჯილ ვან დეიკი: ოქროს ბურთი? მას მესი იმსახურებს

ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპული" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. 

აღნიშნულ მატჩში და მთლიანად გასულ სეზონში "მერსისაიდელთა" რიგებში შეუდარებელი გახლდათ ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დეიკი.

ფინალური შეხვედრის შემდეგ მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რა შანსი აქვს, რომ ოქროს ბურთის მფლობელი გახდეს. 

"ვფიქრობ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია და ოქროს ბურთიც მან უნდა მოიგოს. 

თუ გამარჯვებას მე მომანიჭებენ, უზომოდ ბედნიერი ვიქნები, თუმცა არ აქვს იმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ფინალში ითამაშებ თუ არა. 

მესის ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და ვფიქრობ, ჯილდოც მას უნდა მისცენ", - ამბობს ვან დეიკი. 

ლიონელ მესი ვირჯილ ვან დეიკი ლივერპული ლონდონის ტოტენჰემი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ

"ლიონელ მესი იმერელია" - ქართველი ტელეწამყვანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს