იტალიის ვიცე-პრემიერი: ჯენარო გატუზო უტვინო და ჯიუტი ადამიანია

"ლაციოსთან" თამაშის შემდეგ, რომელიც "მილანმა" ფრედ 1:1 დაასრულა, კომენტარი "როსონერის" თავგადაკლულმა ქომაგმა, იტალიის ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ გააკეთა. 

"ჯენარო გატუზო ნამდვილი უტვინო და უაზროდ ჯიუტი ადამიანია. "მილანის" გატანილი გოლის შემდეგ ცვლილებების გაკეთება იყო საჭირო. 

მოედანზე "როსონერის" სულ მცირე სამი ფეხბურთელი წვიმისა და ატალახებული მინდვრის გამო, ძალიან დაღლილი იყო. 

სუსოს და კუტრონეს შეტევაში წასვლის თავი აღარ ქონდათ, მათ ადგილას, თუ ვინმე სხვა იქნებოდა დასვენებული, ის გაცილებით ეფექტური იქნებოდა.
 
ამის მისახვედრად არაა საჭირო გამოცდილი მწვრთნელი იყო. ამას ის ფანიც მიხვდებოდა, ვინც სახლში პასტას აკეთებს", - განაცხადა სალვინიმ. 
 
ჟურნალისტები სალვინის კომენტარის შესახებ ჯენარო გატუზოსაც დაეკითხნენ.
 
"სალვინის მოვუწოდებ, ფეხბურთელებს შეეშვას და პოლიტიკაზე იფიქროს. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემაა, მიკვირს, ის ფეხბურთზე სასაუბროდ როგორ იცლის. 
 
სალვინი პირველად არ მაკრიტიკებს. როგორც იტალიის მოქალაქეს, ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს სენიორ სალვინის საქმიანობაზე", - აღნიშნა გატუზომ. 
მილანი ჯენარო გატუზო მატეო სალვინი

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება