ანდრეა პირლო: "ჩელსიში" და "სიტიში" გადასვლა შემეძლო, მაგრამ...

ცნობილმა იტალიელმა ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ თავის განვლილ კარიერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერ ლიგაში თამაში შეეძლო. 

"შესანიშნავი საშუალება მქონდა, რომ კარიერა პრემიერ ლიგაში გამეგრძელებინა. 2009 წელს ანჩელოტის "ჩელსიში" მეპატიჟებოდნენ, 2011 წელს კი ვიდრე "იუვენტუსში" გადავიდოდი, "სიტი" მიწვევდა. 

ვიცი, რომ ინგლისის ჩემპიონატში თამაში ბრწყინვალე თავგადასავალი იქნებოდა, თუმცა ვარჩიე, რომ იტალიაში დავრჩენილიყავი", - ამბობს პირლო.

პირლო "იუვენტუსში" 2011 წელს გადაბარგდა და ამ გუნდის ღირსებას 2015 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც MLS-ს მიაშურა. 

ტურინის იუვენტუსი მანჩესტერ სიტი ლონდონის ჩელსი ანდრეა პირლო

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ