რაფაელ ბენიტესი: ეს "ლივერპული" იმაზე ძლიერია, რომელსაც მე ვწვრთნიდი

"ლივერპულის" ყოფილმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა მისი დროის "მერსისაიდული" გუნდი დღევანდელს შეადარა. 

"ჩემს იმჟამინდელ გუნდს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ახლანდელი "ლივერპული" უფრო ძლიერია. 

ჩვენ გუნდის მთავარი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი გვყავდა, სკამზე კი 1,5 მილიონ ფუნტად ნაყიდი დავიდ ნ'გოგი გვეჯდა.

ახლა "ლივერპულს" სკამზე შაქირი, სტარიჯი და ორიჯი ჰყავს. დრო ძალიან შეიცვალა", - ამბობს ბენიტესი.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალში დღეს "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.  

ლივერპული ლონდონის ტოტენჰემი რაფაელ ბენიტესი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ

მესი: "ლივერპულთან" მატჩის წინ ეს საშინელებმა მოხდა და ამიტომაც დავმარცხდით