ჯენარო გატუზო: ჩემპიონთა ლიგაზე, რომ გავსულიყავით, "მილანს" მაინც დავტოვებდი

"მილანის" ყოფილმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ "როსონერიში" გატარებული პერიოდი გაიხსენა. 

როგორც ის ამბობს, "სან სიროზე" მწვრთნელის რანგში გატარებული 18 თვე დაუვიწყარი იყო. 

"მილანი" ყოველთვის ჩემს გულში იქნება და იქ როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის რანგში გატარებული თითოეული წუთი არასდროს დამავიწყდება. 

ჩემთვის დიდი პატივი იყო 18 თვის განმავლობაში ასეთ დიდებულ ფეხბურთელებთან მემუშავა. 

გუნდიდან წასვლა ჯერ კიდევ აპრილში, "სამპოდორიასთან" მატჩამდე გადავწყვიტე. კლუბს ნებისმიერ შემთხვევაში დავტოვებდი გავიდოდით თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა.

არ ვიცი ვინ იქნება "მილანის" მომავალი მწვრთნელი, თუმცა მას იქ ნამდვილი პროფესიონალები დახვდებიან", - ამბობს გატუზო. 

მილანი ჯენარო გატუზო

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება