სარი "ჩელსის" ტიტულით დაემშვიდობა - მისი დანიშვნა "იუვენტუსში" გადაწყვეტილია

იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა წერს, რომ მაურისიო სარი მომდევნო სეზონში "იუვენტუსს" გაწვრთნის. 

მისი ინფორმაციით, იტალიელ სპეციალისტს ტურინულ გრანდთან კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს. 

პედულა სარის ახლო მეგობარი გახლავთ და როგორც ის ამბობს, მაურისიო უკვე ესაუბრა "არისტოკრატთა" დირექტორ მარინა გრანოვსკაიას, რომელსაც უთხრა, რომ იტალიაში დაბრუნება ოჯახური მიზეზების გამო სურს. 

შეგახსენებთ, რომ სარიმ "ჩელსი" გასულ ზაფხულს ჩაიბარა, კლუბი პრემიერ ლიგაზე მე-3 ადგილზე გაიყვანა და ევროპის ლიგა მოაგებინა. 

"იუვენტუსი" კი ახალი მწვრთნელის ძიებაშია და როგორც ჩანს, ლონდონელთა ამჟამინდელი დამრიგებლის დანიშვნას მალე იუწყებს. 

ტურინის იუვენტუსი ლონდონის ჩელსი მაურისიო სარი

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ