იურგენ კლოპი: ზედიზედ 6 ფინალი მაქვს წაგებული, მაგრამ "ლუზერი" არ ვარ

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ ისაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე", მისი გუნდი ლონდონის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. 

"ჩემს კარიერას შესაძლებელია უიღბლო ადამიანის კარიერა ვუწოდოთ. შესაძლოა, 1/2-ფინალებში მოპოვებული გამარჯვებით რეკორდსმენი ვარ, თუმცა ფინალში ბედი ნამდვილად არ მწყალობს. 

2012-დან 2017 წლის ჩათვლით, ჩემმა გუნდებმა ყველა ტურნირის ფინალში გააღწიეს, სადაც დავმარცხდით, მაგრამ ზედიზედ 6 ფინალის წაგების მიუხედავად, თავს "ლუზერად" არ ვთვლი. 

მსგავსი ტიპის მატჩებში გამართლებაა საჭირო. "რეალთან" წაგებულ ფინალში 3 ძალიან უცნაური გოლი გავუშვით, გუნდს კი ცუდად არ უთამაშია და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 

თუ ვიფიქრებ, რომ ამის გამო "ტოტენჰემს" ფსიქოლოგიური უპირატესობა ექნება, ნამდვილი შეშლილი ვიქნები. 

მეტოქესა და მის მთავარ მწვრთნელს უდიდეს პატივს ვცემ. მათ ნაბიჯ-ნაბიჯ ძალიან დიდი წარმატებას მიაღწიეს და ჩვენთან ერთად გაიზარდნენ", - აღნიშნა კლოპმა. 

ლივერპული იურგენ კლოპი ლონდონის ტოტენჰემი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ

მესი: "ლივერპულთან" მატჩის წინ ეს საშინელებმა მოხდა და ამიტომაც დავმარცხდით