თაღლითური სქემით ჩემპიონთა ლიგის ფინალზე 50 000 "Fake" ბილეთი გაიყიდა

The Telegraph წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დამსწრეთა მსურველებს თაღლითებმა დიდი ზარალი მიაყენეს. 

საქმე იმაშია, რომ მადრიდში "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" 50 000-ზე მეტი გულშემატკივარია ჩასული, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ბილეთი აქვთ, თუმცა ის არაოფიციალურ და თაღლითურ გვერდებზეა შეძენილი და მისი საშუალებით სტადიონზე ვერ შეაღწევენ. 

უეფა იუწყება, რომ აღნიშნულმა თაღლითურმა სქემამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ კარგად დააკვირდნენ და გაარკვიონ, თუ სად და რომელ საიტზე ყიდულობენ ბილეთს. 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი დღეს, პირველ ივნისს, მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე", 23:00 საათზე დაიწყება. 

ლივერპული ლონდონის ტოტენჰემი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ

მესი: "ლივერპულთან" მატჩის წინ ეს საშინელებმა მოხდა და ამიტომაც დავმარცხდით