პეტერ ჩეხმა შესაძლოა საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაიფიქროს

ევროპის ლიგის ფინალში "არსენალი" "ჩელსის" დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა. 

აღნიშნული მატჩი სპორტულ კარიერაში ბოლო გახლდათ "მეთოფეთა" მეკარე პეტერ ჩეხისთვის, რომელმაც შეხვედრის დასრულების მერე შემდეგი ბრძანა...

"ჩვენ ასეთი მარცხი არ დაგვიმსახურებია. ვერცერთი ფანი ვერ წარმოიდგენს, თუ რამხელა სამუშაო გავწიეთ, რომ აქამდე მოვსულიყავით. 

ადვილი არაა, როდესაც მოედანს ცარიელი ხელებით ტოვებ. ტიტული ვერ მოვიგეთ, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ გუნდის თითოეულმა მოთამაშემ გასულ სეზონში თავისი მაქსიმუმი გაიღო.

მინდოდა, რომ თასი მომეგო, შემდეგ სახლში წავსულუყავი და ბევრი მეფიქრა. 30 ივნისამდე "არსენალის" ფეხბურთელი ვარ და შემდეგ რა მოხდება არავინ იცის", - ამბობს ჩეხი.

შეგახსენებთ, რომ ჩეხმა გასული სეზონის ნახევარში იუწყა, რომ სპორტულ კარიერას ასრულებდა, თუმცა როგორც ჩანს, შესაძლოა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაიფიქროს. 

ლონდონის არსენალი ლონდონის ჩელსი პეტერ ჩეხი

მსგავსი პოსტები

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

"ჩელსი" ფეხბურთელებს ვერ იმატებს, მაგრამ ეს სექსუალური და ულამაზესი გოგონა გადაიბირა [PHOTO]

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ