"ტელევიზორში ყურება სჯობს" - გარი ლინეკერმა ბაქოს სტადიონს დასცინა [PHOTO]

ევროპის ლიგის ფინალში "არსენალი" "ჩელსის" დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა. 

მატჩის დაწყების წინ ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა გარი ლინეკერმა სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც იცით, ის ახლა საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს. ბაქოს სტადიონი, სადაც ფინალი გაიმართა, ოლიმპიური სისტემითაა აშენებული და ტრიბუნები მოედანთან ძალიან შორაა, ლინეკერის გაბრაზების მიზეზიც სწორედ ეს გახლდათ. 

"სტადიონიდან თამაშის ყურება თითქმის შეუძლებელია. სახლში ტელევიზორთან, რომ იჯდე უფრო კარგად უყურებ შეხვედრას, ვიდრე ტრიბუნიდან", - წერს ლინეკერი. 

ლონდონის არსენალი ლონდონის ჩელსი გარი ლინეკერი

მსგავსი პოსტები

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ

აზარმა ყველა გააოცა - ის მსოფლიო გრანდში მიდის, მაგრამ არა "რეალში"