ბაქოში პოლიციამ მხითარიანის ფორმით მოსიარულე "არსენალის" გულშემატკივრები გააჩერა

ბაქოში, ევროპის ლიგის ფინალამდე 1 დღით ადრე, საინტერესო ამბავი მოხდა. 

აზერბაიჯანის დედაქალაქის ქუჩებში "არსენალის" ორი ფანი სეირნობდა, რომლებსაც გუნდის სომეხი ნახევარმცველის ჰენრიხ მხითარიანის მაისური ეცვათ. 

ამის დანახვაზე პოლიციამ ისინი გააჩერა, გადაამოწმა და როდესაც გაარკვია, რომ ინგლისელები იყვნენ, გაათავისუფლა. 

მოგეხსენებათ, აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის გამო მხითარიანი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 

უსაფრთხოების ზომების გამო, მხითარიანს ბაქოში არ ათამაშებენ

ლონდონის არსენალი ლონდონის ჩელსი ჰენრიხ მხითარიანი

მსგავსი პოსტები

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ

აზარმა ყველა გააოცა - ის მსოფლიო გრანდში მიდის, მაგრამ არა "რეალში"