"მილანმა" სპორტული დირექტორის ლეონარდოს გათავისუფლება იუწყა

"მილანმა" თავის ოფიციალურ საიტზე იუწყა, რომ კლუბის სპორტული დირექტორი ლეონარდო თანამდეობიდან გათავისუფლებულია. 

"როსონერიმ" ბრაზილიელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და შემდეგში წარმატებები უსურვა. 

ლეონარდო, "ლომბარდიელთა" რიგებში, გასულ ზაფხულს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 კვირით ადრე დასრულდა, მას "მილანთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებდა, თუმცა იტალიური პრესა ირწმუნება, რომ ბრაზილიელი კომპენსაციას არ მოითხოვს. 

მის შეცვლის მთავარ კანდიდატად "ლილში" მომუშავე ლუის კამპოსი სახელდება. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოფიციალურად გაცხადდა ამბავი იმის შესახებ, რომ "როსონერის" მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზოც დატოვებს, ამის შესახებ ცნობა თავად გატუზომ დაადასტურა. 

"მილანს" მომავალი სეზონიდან ახალი სპორტული დირექტორი ეყოლება

ოფიციალურად: ჯენარო გატუზომ "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

მილანი ჯენარო გატუზო ლეონარდო

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება