"მილანი" დღეს იუწყებს, რომ ჯენარო გატუზო და ლეონარდო გათავისუფლებულები არიან

იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ უახლოეს საათებში "მილანი" კლუბის მთავარი მწვრთნელის ჯენარო გატუზოსა და სპორტული დირექტორის ლეონარდოს გადაყენებას იუწყებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, "როსონერის" გენერალურმა დირექტორმა ივან გაზიდისმა ეს ამბავი კლუბის მენეჯმენტთან უკვე შეათანხმა. 

"ლომბარდიელებმა" სერია A-ს ცხრილში მე-5 ადგილი დაიკავეს და ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვეს, რაც გატუზოს გათავისუფლების მთავარი მიზეზია. 

რაც შეეხება ლეონარდოს, მას "ლილში" მომუშავე ლუის კამპოში ჩაანაცვლებს და თავად ბრაზილიელი პსჟ-ში დაბრუნდება. 

ლეონარდო შესაძლოა პსჟ-ში დაბრუნდეს

"მილანს" მომავალი სეზონიდან ახალი სპორტული დირექტორი ეყოლება

მილანი ჯენარო გატუზო ივან გაზიდისი ლეონარდო

მსგავსი პოსტები

"რუს ქალთან სექსს არაფერი სჯობს" - ნახეთ, "სპარტაკის" ვარსკვლავის სუპერ სექსუალური მეუღლე [PHOTO]

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება