მასიმილიანო ალეგრი: გამარჯვებულ გუნდს ვტოვებ, რომელიც მომავალ სეზონშიც სკუდეტოს მოიგებს

იტალიის სერია A-ს 38-ე ტურში "იუვენტუსი" "სამპოდორიას" ეწვია და 0:2 დამარცხდა. 

აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი "ბებერი სინიორას" მთავარი მწვრთნელის რანგი მასიმილიანო ალეგრისთვის ბოლო გახლდათ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან "შეშლილმა მაქსმა" ისაუბრა. 

"გამარჯვებულ გუნდს ვტოვებ, რომელზეც 80% დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მომავალ წელსაც სკუდეტოს მოიგებს. 

არაფერს არ ვნანობ და მინდა, რომ ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ ბრწყინვალე გუნდის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანა. 

მინდა, რომ "იუვენტუსს" წარმატებები ვუსურვო და ეს გუნდი ყოველთვის ჩემს გულში დარჩება", - თქვა ალეგრიმ. 

ტურინის იუვენტუსი მასიმილიანო ალეგრი

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ

მოულოდნელი ამბავი - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია