"იუვენტუსი" ყველაფრისთვის მზადაა - ტურინელები პოლ პოგბას დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებენ

The Express-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" ზაფხულში პოლ პოგბას დასაბრუნებლად ყველაფერს იღონებს. 

როგორც აღნიშნული წყარო წერს, "ბებერი სინიორა" მზადაა, "წითელ ეშმაკებს" პაულო დიბალა და ალექს სანდრო დაუთმოს, სანაცვლოდ კი ფრანგი ფეხბურთელი დაიბრუნოს. 

შეგახსენებთ, რომ პოგბა "იუვენტუსის" ღირსებას 2012/16-წლებში იცავდა, რის შემდეგაც სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა. 

ტურინის იუვენტუსი პაულო დიბალა პოლ პოგბა

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ

მოულოდნელი ამბავი - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია