ტიერი ანრიმ შესაძლოა ლა ლიგის გუნდი ჩაიბაროს

The Mirror-ის ინფორმაციით, ტიერი ანრი შესაძლოა ლა ლიგის ბინადარ "ბეტისს" ჩაუდგეს სათავეში. 

როგორც იცით, სევილიურმა გუნდმა კიკი სეტიენი დაითხოვა და ახლა მის შემცვლელს ეძებს. 

"ბეტისს" რაფაელ ბენიტესის დანიშვნა სურდა, თუმცა ესპანელმა სპეციალისტმა პრიმერაში დაბრუნებაზე უარი განაცხადა. 

რაც შეეხება ანრის, ის 2019 წლის იანვრის შემდეგ, მას მერე რაც "მონაკოდან" დაითხოვეს, უმუშევარია. 

ლეგენდარული ფრანგის სახელს MLS-ის კლუბებსაც უკავშირებენ.

ბეტისი ტიერი ანრი

მსგავსი პოსტები

ოფიციალურად: ტიერი ანრიმ ჩაიბარა გუნდი, სადაც მსოფლიო ვარსკვლავები თამაშობენ

დიდი დაბრუნება - ტიერი ანრი პრემიერ ლიგის ბინადარ გუნდს ჩაიბარებს

ოფიციალურად: ტიერი ანრიმ მორიგი გუნდი ჩაიბარა