მაურისიო პოჩეტინო: თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, მთელი კვირის განმავლობაში ვიტირებ

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ ისაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ პირველ ივნისს, მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე", "ტოტენჰემის" მეტოქე "ლივერპული" იქნება. 

"ზოგჯერ, როდესაც საწვრთნელი ბაზიდან სახლში მანქანით მივდივარ, იმ მუსიკას ვუსმენ, რომელიც ჩემს ცხოვრებას უკავშირდება. 

შემდეგ, უცბად, ცრემლები მომდის და როდესაც სახლში მივდივარ მეუღლე მეკითხება - "რა მოხდა"?!

ვეუბნები, რომ იმ მუსიკას მოვუსმინე, რომელმაც ის მომენტები გამახსენა, რომელიც 30 წლის წინ არგენტინაში მოხდა. 

ამის შემდეგ ჩემი მეუღლე მეუბნება, რომ ნამდვილი გიჟი ვარ. თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოვიგებთ, შესაძლოა, კვირეების განმავლობაში ვიტირო", - ამბობს პოჩეტინო. 

ლივერპული მაურისიო პოჩეტინო ლონდონის ტოტენჰემი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ

მესი: "ლივერპულთან" მატჩის წინ ეს საშინელებმა მოხდა და ამიტომაც დავმარცხდით