ჯეიმს მილნერი: მესიმ "ბარსელონასთან" პირველი თამაშისას ვირი მიწოდა

"ლივერპულის" ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური მატჩის პირველი შეხვედრა გაიხსენა. 

მოგეხსენებათ, "ნოუ კამპზე" მასსა და კატალონიელთა ლიდერ ლიონელ მესის შორის კონფლიქტი მოხდა, რაზეც მილნერმა შემდეგი თქვა...

"ის ძალიან უკმაყოფილო იყო და ესპანურად რაღაც სიტყვებს ამბობდა. პირველი ტაიმი როდესაც დამთავრდა და გასახდელისკენ მივდიოდი, ლეო ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ნამდვილი ვირი ვარ", - აღნიშნავს მილნერი. 

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" 1/2-ფინალში პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე 3:0 იმარჯვა, თუმცა "ენფილდზე" 0:4 დამარცხდა და ფინალში ვერ გავიდა. 

ბარსელონა ლიონელ მესი ლივერპული ჯეიმს მილნერი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

უდიდესი სკანდალი - ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული უკვე ცნობილია