რონალდოს "სამპოდორიასთან" არ ათამაშებენ - მან 2008 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა

ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი ლიდერი კრიშტიანო რონალდოს სერია A-ს ბოლო ტურის შეხვედრას გამოტოვებს. 

"ბებერი სინიორა" დღეს გენუას ესტუმრება და მარასიზე ადგილობრივ "სამპოდორიას" დაუპირისპირდა. 

ტურინელთა ჯერ კიდევ მოქმედმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ეს ამბავი იმით ახსნა, რომ კრიშტიანოს დასვენება ესაჭიროება, რათა ივნისში პორტუგალიის ნაკრებს დაეხმაროს. 

აქვე გეტყვით, რომ რონალდოს 2008/09-წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. 

მან კალჩოში 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 21 გოლი გაიტანა. 2008/09-წლებში კი "მანჩესტერში" თამაშისას 33 მატჩში მეტოქეთა კარი 18-ჯერ აიღო. 

ტურინის იუვენტუსი კრიშტიანო რონალდო

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა