ჯორჯო კიელინი: იმედი მაქვს, "ინტერი" კონტესთან ერთად ვერაფერს ვერ მოიგებს

ტურინის "იუვენტუსის" ვეტერანმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ იმ ვარიანტზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, ანტონიო კონტემ მილანის "ინტერი" ჩაიბაროს. 

"ძალიან იმედგაცრუებული ვიქნები, თუ კონტეს "ინტერის" მწვრთნელის რანგში ვიხილავ, მაგრამ ცხოვრება ასეთია და ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. 

მე მას არ გავაკრიტიკებ, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და მინდა, რომ მისი პირადი ცხოვრება შესანიშნავად წარიმართოს, მაგრამ იმედი მაქვს, თუ ის "ინტერის" მწვრთნელი გახდება, ვერცერთ ტიტულს ვერ მოიგებს", - აღნიშნავს კიელინი. 

შეგახსენებთ, რომ კონტე კიელინის ტურინის "იუვენტუსსა" და იტალიის ნაკრებში ავარჯიშებდა. 

ტურინის იუვენტუსი ანტონიო კონტე ჯორჯო კიელინი მილანის ინტერი

მსგავსი პოსტები

"სექსი ბევრ მამაკაცთან მქონია" - იკარდის მეუღლემ ღალატის შესახებ ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ