უშედეგო ზარი ჟოზესთან - მოურინიომ რონალდოს "იუვენტუსის" გაწვრთნაზე უარი უთხრა

ესპანური პოპულარული გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო "იუვენტუსის" მწვრთნელი არ გახდება. 

როგორც ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, ტურინელთა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ, მის თანამემამულეს დაურეკა და სთხოვა, რომ "ბებერი სინიორას" დამრიგებელი გამხდარიყო. 

ჟოზემ მას უარი უთხრა და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ის "ინტერისტაა" და ამ გუნდს ვერ უღალატებდა.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია. კლუბმა 17 მაისს იუწყა, რომ 5-წლიანი მუშაობის შემდეგ, გუნდიდან მასიმილიანო ალეგრი მიდის. 

ტურინის იუვენტუსი ჟოზე მოურინიო კრიშტიანო რონალდო

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა