კაკა და "მილანი" კვლავ ერთად - ბრაზილიელი ლეგენდა "როსონერიში" ბრუნდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, რიკარდო კაკა მომავალ სეზონში "მილანში" იმუშავებს. 

გავრცელებული ცნობით, ის ლეონარდოს ჩაანაცვლებს და სპორტული დირექტორის პოსტს დაიკავებს. 

ბრაზილიელი ამ ამბავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ცნობა არც დაადასტურა და არც უარყო.

"დიახ, მართალია, რომ მსოფლიო ფეხბურთში დაბრუნება მსურს და ეს შესაძლოა სწორედ სპორტული დირექტორის რანგში მოხდეს. 

ზაფხულში სპორტის მენეჯმენტის შესწავლის კურსებს ვამთავრებ და უკვე შემეძლება ამ პოზიციაზე ვიმუშავო. 

რა თქმა უნდა, მსურს, რომ "მილანში" დავბრუნდე, რადგან ეს კლუბი მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილია, მაგრამ აქვე ვიტყოდი, რომ ჩემი ოჯახისგან შორს ყოფნაც არ მსურს. 

ამიტომ, პირველ რიგში იმ წინადადებას განვიხილავ, რომელიც ბრაზილიიდან მექნება", - წერს კაკა. 

შეგახსენებთ, რომ კაკა "მილანის" ღირსებას 2003/09-წლებში იცავდა. 

მილანი რიკარდო კაკა

მსგავსი პოსტები

"რუს ქალთან სექსს არაფერი სჯობს" - ნახეთ, "სპარტაკის" ვარსკვლავის სუპერ სექსუალური მეუღლე [PHOTO]

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება