გადაწყვეტილება მიღებულია - 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობა არ გაიზრდება

FIFA-მ თავის ოფიციალურ საიტზე იუწყა, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა არ გაიზრდება. 

ამრიგად, მუნდიალზე 48-ის ნაცვლად, ისევ 32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. 

მსოფლიო ფეხბურთის მართველმა ორგანომ ახსნა, რომ ამ იდეის გარშემო დიდხანს მსჯელობდნენ და მიიჩნიეს, რომ 2022 წლისთვის საორგანიზაციო საკითხები ვერ მოესწრება. 

ფიფამ ასევე დაადასტურა, რომ მუნდიალის მატჩები მხოლოდ კატარში გაიმართება და არა სხვა ქვეყანაშიც. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბერის ჩათვლით, კატარში გაიმართება.

ფიფა მსოფლიო ჩემპიონატი

მსგავსი პოსტები

სკანდალი ფიფაში - კატარმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება იყიდა

სერიოზული სანქციების საშიშროება - ფიფამ რუსეთის საფეხბურთო კავშირის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

გადაწყვეტილება მიღებულია - 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობა არ გაიზრდება