"დორტმუნდის" მესამე შენაძენი - აზარი კარიერას "ბორუსიაში" განაგრძობს

"დორტმუნდმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე მესამე შენაძენის შესახებ გამოაცხადა. 

ნიკო შულცისა და იულიან ბრანდტის შემდეგ, "ბორუსიას" რიგებს თორგან აზარიც შეემატა. 

26 წლის შემტევმა "სიგნალ იდუნა პარკის" ბინადრებთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

რა გადაუხადა "დორტმუნდმა" "გლადბახს" მის სანაცვლოდ ჯერჯერობით უცნობია. 

გასულ სეზონში აზარმა 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 13 გოლი გაიტანა.

თორგან აზარი დორტმუნდის ბორუსია მიუნხენგლადბახი

მსგავსი პოსტები

მთელი მსოფლიო შოკირებულია - რა მოხდა დღევანდელ ჩემპიონთა ლიგის მატჩში

მთელი მსოფლიო გაოგნებულია - რა გააკეთა ნეიმარმა "დორტმუნდთან" თამაშის წინ (ვიდეო)

ნიკო კოვაჩმა ახსნა, რატომ დატოვა მატს ჰუმელსმა მიუნხენის "ბაიერნი"