ზაფხულში "დორტმუნდის" მეორე შენაძენი - "ბორუსიამ" იულიან ბრანდტიც დაიმატა

23 წლის გერმანელი შემტევი იულიან ბრანდტი "დორტმუნდში" განაგრძობს კარიერას. 

ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ამჟამინდელმა გუნდმა "ლევერკუზენმა" ოფიციალურად დაადასტურა. 

გუნდის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ბაი არენაზე" გატარებული 4 წელი დასრულებულია. ის კვირის ბოლოს ეწვევა დორტმუნდს და კონტრაქტსაც მოაწერს ხელს.

"ბილდის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბორუსია" "ლევერკუზენს" 25 მილიონ ევროს გადაუხდის, ფეხბურთელს კი სეზონში გასამრჯელოს 8 მილიონ ევროს დაუნიშნავს. 

შეგახსენებთ, რომ "დორტმუნდმა" გუშინ "ჰოფენჰაიმიდან" ნიკო შულცის ტრანსფერიც იუწყა. 

"დორტმუნდის" პირველი ტრანსფერი ზაფხულში - ნიკო შულცი "ბორუსიას" ფეხბურთელია

ლევერკუზენი დორტმუნდის ბორუსია იულიან ბრანდტი

მსგავსი პოსტები

მთელი მსოფლიო შოკირებულია - რა მოხდა დღევანდელ ჩემპიონთა ლიგის მატჩში

მთელი მსოფლიო გაოგნებულია - რა გააკეთა ნეიმარმა "დორტმუნდთან" თამაშის წინ (ვიდეო)

"ლევერკუზენისა" და "ატლეტიკოს" მატჩის პირველ ტაიმში საოცარი ფაქტი დაფიქსირდა