დეშამი "იუვენტუსში" გამოირიციხა - დიდიე საფრანგეთის ნაკრებს არ მიატოვებს

საფრანგეთიას ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ ტურინის "იუვენტუსის" დამრიგებელი ის არ გახდება. 

"შემიძლია, 100%-ით დაგარწმუნოთ, რომ "იუვენტუსს" მე არ ჩავიბარებ. 

ახლა მთლიანად საფრანგეთის ნაკრებზე და ევრო 2020-ზე მოხვედრაზე ვარ კონცენტრირებული. ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც შენს სახელს ასეთ დიდ გუნდს უკავშირებენ, თუმცა ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია", - აღნიშნა დეშამმა. 

დეშამს, საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, "ბებერი ქალბატონის" რიგებში 100-ზე მეტი მაქვს აქვს ჩატარებული. 

მან კლუბთან ერთად სამჯერ სერია A-ს ტიტული, ხოლო 1995/96-წლებში ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო, რის შემდეგაც "იუვენტუსს" ევროპის ყველაზე პრესტიჟუ ტურნირზე აღარ უმარჯვია. 

ის მწვრთნელის რანგში "ბებერ სინიორას" 2006 წელს დაუბრუნდა და კლუბი სერია B-დან კვლავ უძლიერესთა შორის დააბრუნა. 

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსი" 17 მაისის შემდეგ, მას მერე რაც იუწყა, რომ მასიმილიანო ალეგრი გუნდს დატოვებდა, ახალი მწვრთნელის ძიებაშია. 

ტურინის იუვენტუსი დიდიე დეშამი

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ

მოულოდნელი ამბავი - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია