"დორტმუნდის" ოფიციალური საიტი იუწყება, რომ კლუბმა "ჰოფენჰაიმიდან" 26 წლის მცველი ნიკო შულცი შეიძინა.
"ბორუსიამ" შულცთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა, თუმცა რა დაჯდა ეს ტრანსფერი, ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
გერმანელ უკანახაზელს, კარიერის განმავლობაში, "ჰოფენჰაიმის" გარდა, ასევე ბერლინის "ჰერტასა" და "მიუნხენგლადბახის" ღირსება დაუცავს.
მან გაუსლ სეზონში 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.