ესპანური ამბები: "ჟირონამ" და "ალავესმა" მწვრთნელი დაითხოვეს - "ოსასუნა" ლა ლიგას დაუბრუნდა

ლა ლიგიდან გავარდნილმა "ჟირონამ" იუწყა, რომ გუნდის მწვრთნელი ეუსებიო საკრისტიანი თანამდეობიდან გათავისუფლებულია. 

ის კატალონიურ გუნდს 1 სეზონის განმავლობაში მოძღვრავდა, თუმცა უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაში ვერ დაეხმარა. 

მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგაში გუნდი დატოვა, "ალავესის" ბოსებმა აბელარდოს გაშვება მაინც გადაწყვიტეს. 

მას ჩაგდებული სეზონის მეორე ნახევარი არ აპატიეს და გუნდმა ლა ლიგის გასული სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა. 

აქვე გეტყვით, რომ 2-წლიანი პაუზის შემდეგ პრიმერა დივიზიონს დაუბრუნდა "ოსასუნა". 

პამბლონელებმა ლა ლიგის 2-ის 39-ე ტურში 1:0 დაამარცხეს და კვლავ უძლიერესთა შორის იასპარეზებენ.

ჟირონა ალავესი პამბლონას ოსასუნა

მსგავსი პოსტები

ესპანური ამბები: "ჟირონამ" და "ალავესმა" მწვრთნელი დაითხოვეს - "ოსასუნა" ლა ლიგას დაუბრუნდა