ტოპ სიახლეები
ანჩელოტი "იუვენტუსში" არ მიდის - კარლო "ნაპოლის" კიდევ 2 წელი გაწვრთნის
210
0

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ "იუვენტუსში" გადასვლას არ გეგმავს და ნეაპოლიტანელებს კიდევ 2 წლის განმავლობაში დამოძღვრავს.
"გუნდთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს, აქ ძალიან ბედნიერი ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ.
მწვრთნელის სამუშაო ყოველთვის დიდი კითხვის ნიშნებთანაა დაკავშირებული. თუ კლუბს საქმე კარგად არ მისდის, მაშინვე მწვრთნელს ათავისუფლებენ.
როდესაც მე "იუვენტუსიდან" დამითხოვეს, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, თუმცა ამან უფრო გამაძლიერა", - ამბობს იტალიის ვიცე-ჩემპიონი გუნდის მწვრთნელი.
წინა პოსტზე გადასვლა
შემდეგ პოსტზე გადასვლა