რონალდოს სურს, რომ "იუვენტუსის" მწვრთნელი მოურინიო გახდეს

La Gazzetta dello Sport იუწყება, რომ კრიშტიანო რონალდოს "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს ხილვა სურს.

მოგეხსენებათ, ორივე პორტუგალიელის ინტერესს აგენტი ჟორჟე მენდეში წარმოადგენს და კრიშტიანომ მას უკვე აცნობა, რომ ის ჟოზეს კანდიდატურას მხარს დაუჭერს. 

მოურინიო გასული წლის დეკემბრის შემდეგ უმუშევარია. 17 მაისს კი ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ მასიმილიანო ალეგრი 5-წლიანი მუშაობის შემდეგ, "ბებერ სინიორას" დატოვებდა. 

ტურინის იუვენტუსი ჟოზე მოურინიო კრიშტიანო რონალდო

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა